The International Scientific Journal
"Economics and Finance"
The International Electronic Scientific and Practical Journal "ModernScience"
ISSN: 2587–5000
სამეცნიერო ჟურნალი „ეკონომიკა და ფინანსები“ აცხადებს სტატიების მიღებას 2024 წლის მიმდინარე ნომრისთვის. სტატიების წარდგენა შეუძლიათ ეკონომიკის სფეროში მომუშავე მეცნიერებს, ექსპერტებს, დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს.
ტექნიკური ხასიათის მოთხოვნები:
-
სტატიის წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
-
სტატიას უნდა ახლდეს 150-200 სიტყვიანი აბსტრაქტი (ქართულ და ინგლისურ ენაზე) და ავტორის რეზიუმე;
-
რედაქტირებისას შესაძლებელია სტატიების ზომისა და შინაარსის კორექტირება;
-
სტატია მიიღება უშუალოდ ავტორებისაგან (ნაშრომს შეიძლება ჰყავდეს მაქსიმუმ ორი თანაავტორი);
-
სტატიის დაბეჭდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია;
-
განსახილველად წარმოდგენილი ნაშრომი უნდა იყოს დასრულებული;
-
ავტორებს პასუხი ეცნობებათ ნამუშევრის წარდგენიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;
-
ტექსტის ფორმატი Microsoft Word, 1 500-დან 2 500 სიტყვის ფარგლებში;
-
სტატიის შერჩევისას განმსაზღვრელია ნამუშევრის ხარისხი და აქტუალურობა.
ჟურნალში წარმოდგენილი სტატია გაივლის ანონიმურ შიდა რეცენზირებას შესაბამისი დარგის სპეციალისტეთან.
გამოქვეყნების ღირებულებაა 50 ლარი (თითოეული ავტორი), თანაავტორების მაქსიმალური რაოდენობა ორი.
სტატიები მიიღება 2025 წლის 15 იანვრის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე: ierd.science@gmail.com
დაგვიანებით ან მითითებული ინსტრუქციის გათვალისწინების გარეშე გამოგზავნილ ნაშრომები არ მიიღება.
მაგისტრანტებისთვის მოქმედებს შემდეგი წესები: ჟურნალი გამოსაქვეყნებლად იღებს ერთი ან ორი, მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტის მიერ შესრულებულ სტატიას. სტატია განსახილველად მიიღება მხოლოდ შესაბამისი მიმართულების პროფესორის წერილობითი რეკომენდაციით. რედაქციაში შემოსული სტატია ან მისი ნაწილი ჟურნალში მიღებამდე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან/და სხვა გამოცემაში დასაბეჭდად წარდგენილი. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ნაშრომი ავტომატურად მოიხსნება განხილვიდან და ავტორის მიერ მოწოდებული სხვა ტექსტები შემდგომში აღარ მიიღება. ერთ ნომერში შეიძლება გამოქვეყნდეს მაგისტრანტის მიერ ინდივიდუალურად ან თანაავტორობით შესრულებული ერთი სტატია.
about us
International refered and reviewed scientific journal „Ecinimics and Finance“ published by the decision of Georgian Technical University and Institute of Economic Research and Development.