The International Scientific Journal
"Economics and Finance"
The International Electronic Scientific and Practical Journal "ModernScience"
ISSN: 2587–5000
Google Scholar წარმოადგენს საძიებო სისტემას, რომელიც სამეცნიერო პუბლიკაციების სრულ ტექსტს ინდექსირებას ანხორციელებს (ნებისმიერ ფორმატსა და დისციპლინაში). საძიებო სისტემა მოიცავს სტატიებს, რომლებიც გამოქვეყნებულია რეფერირებულ და რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალებში. ასევე სტატიების, რომლებიც ატვირთულია სასწავლო დაწესებულებების და კვლევითი ინსტიტუტების ელექტრონულ არქივებში ან მეცნიერთა პირადი ვებ გვერდებზე.
იმისათვის, რომ დარეგისტრირდეთ საძიებო სისტემის ბაზაში, ჯერ უნდა შექმნათ პერსონალური Google ანგარიში ანუ პერსონალური საფოსტო ყუთი * gmail.com (რათქმაუნდა თუ Google ანგარიში უკვე გაქვთ ახალის შექმნა აღარ დაგჭირდებათ).
რეგისტრაციის შემდეგ გადადით Google-ის საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე და დააჭირეთ ღილაკს "შესვლა" ზედა მარჯვენა კუთხეში. ახალ ფანჯარაში შეიყვანეთ თქვენი საფოსტო ყუთის მისამართი და პაროლი.
Google Scholar-ზე რეგისტრაციისთვის რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროთ. ავტორიზაციის შემდ გახსენით Google Scholar-ს გვერდი და მონიშნოთ My Profile, რომელიც რეგისტრაციის გვერდზე გადაგიყვანთ.
ყურადღება (!) - "ელ.ფოსტის" ველში უნდა მიუთითოთ არა თქვენი პირადი საფოსტო ყუთი (რომლითაც დაარეგისტრირეთ Google Scholar-ის ანგარიში), არამედ იმ სასწავლებლის მიერ თქვენთვის გამოყოფილი საფოტო ყუთი, რომელშიც მუშაობთ.
თუ ასეთი საფოსტო ყუთი არ გაქვთ, უნდა დაუკავშირდეთ შესაბამის სასწავლებლის ინფორმაციულ სამსახურს ან განყოფილებას.
საძიებო სისტემა განახორციელებს საძიებო მოთხოვნებს თქვენი გვარისა და სახელის საფუძველზე. შედეგად სისტემა შემოგთავაზებთ მონიშნოთ ან უარყოთ ზოგიერთი ინდექსირებული სტატია. თქვენ შეგიძლიათ გამოტოვოთ ეს ნაბიჯი, თუ თქვენ არ ხართ ნაპოვნი სტატიების ავტორი.
შემდეგ ეტაპზე სისტემა შემოგთავაზებთ თქვენს პროფილში სტატიების ჩამონათვალის განახლებას. თქვენ უნდა მონიშნოთ ავტომატურად განახლდეს სტატიათა ჩამონათვალი თუ არა.
პროფილის შექმნის შემდეგ, თქვენ უნდა გაააქტიუროთ ბმულზე დაწკაპუნებით, რომელიც გაიგზავნება თქვენს პირად ელ. ფოსტის მისამართზე.
პროფილის გააქტიურებიუს შემდეგ უკვე შეგიძლიათ დაამატოთ სტატიები და იხილოთ ციტირების სტატისტიკა.
გისურვებთ წარმატებებს