top of page

პროექტები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მეცნიერება პრაქტიკისა და განვითარებისთვის“ . ქარელი (საქართველო) - 15 ივლისი 2018 წელი
 

qareli.jpg

კონფერენციის საორგანიზაციო

კომიტეტის წევრები

  1. დავით ჩახვაშვილი (კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარე);

  2. ვალერი მოსიაშვილი (ეკონომიკის კვლევის და განვითარების ინსტიტუტის დირექტორი);

  3. რუსუდან ქუთათელაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბიზნეს-ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი);

  4. მერი არხოშაშვილი (ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე);

  5. გიორგი ცხვედიანი (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი);

  6. ხათუნა გაბიცინაშვილი (ქართულ-ევრპული უნივერსიტეტი ვიცე-რექტორი);

  7. თენგიზ თაქთაქიშვილი (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელი);

  8. დალი სეხნიაშვილი (სამეცნიერო ჟურნალის „ბიზნეს-ინჟინერინგი“-ს პასუხისმგებელი რედაქტორი);

  9. ვასილ ბაქრაძე (ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი)

  10. მედეა ჭელიძე - (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი);

  11. ანი ქვათაძე (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ხარისხის დეპარტამენტის მენეჯერი);

  12. მამუკა გონგლიაშვილი (ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის სპეციალისტი);

 

კომფერენციის მონაწილის სერთიფიკატი​

 

C_089345.PNG
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარის მიმართვა

მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, კონფერენციის მონაწილეებო და ძვირფასო სტუმრებო. წლების წინ, როცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ვმუშაობდი, გავეცანი ცნობილი ამერიკელი მეცნიერის რეიმონდ კურცვილის ნაშრომს „პრობლემა 2029“. ნაშრომში დეტალურად არის აღწერილი ინფორმაციული ეპოქის პრობლემები. 2010 წელს კაცობრიობის მიერ ციფრულ სივრცეში შექმნილი მონაცემების რაოდენობამ 1.8 ზეტაბაიტს მიაღწია. (1.8 ტრილიონი გიგაბაიტი). 2015 – 3.4 ზეტაბაიტი. 2018 წელიდან ეს ციფრი ყოველწლიურად გაორმაგდება. მკვლევართა აზრით ამ სივრცეში მხოლოდ 26%-ა ე. წ. სასარგებლო ინფორმაცია ანუ მეცნიერებაში, კვლევებში და სწავლა-განათლებაში გამოსადეგი მონაცემები.

სწორედ ასეთ ინფორმაციულ ქვიშნარში ოაზისებივით მოსჩანს სამეცნიერო კონფერენციები, რომელთა ძირითადი მიზანია თავი მოუყაროს სხვადასხვა უნივერსიტეტებში მიმდინარე კვლევით სამუშაოს, საშუალება მისცეს მეცნიერ–მკვლევარებს მიღწეული შედეგები და გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარონ, რაც თავისმხრივ ხელს შეუწყობს მათ შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და შემდგომ გაღრმავებას.

დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ინსტიტუტუსთვის. ჩვენ გვსურს ამ კეთილშობილ საქმეში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ.  ჩვენი მისიაა კონფერენცია იქცეს სამეცნიერო სიახლეების თავმოყრის ადგილად, სადაც მოხდება ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, განათლების დარგის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება და სხვადასხვა სფეროს სიახლეების გაზიარება. ამ საქმეში თქვენი თანადგონის და მხარდაჭერის იმედი გვაქვს.

დავით ჩახვაშვილი

კონფერენციის პროგრამა

 

bottom of page